აღმოაჩინე პოზიციები, დაიწყე ახალი გზა და ნახე, საით წაგიყვანს ის
ტრენდული მოდისათვის ბევრი რამ არის საჭირო. იდეებიდან დიზაინამდე, ბიზნეს ანალიზიდან მაღაზიებში კოლექციებამდე… ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი პოზიციაა ჩართული ამ პროცესში. გაიგე მეტი ჩვენ შესახებ და დააკვირდი, სად მიგიყვანს ეს გზა.
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
ჩვენი სამუშაო ადგილები
33928
მაღაზიები
მაღაზიები
შექმენი მომხმარებლებისათვის სასურველი გარემო და იგრძენი თავი კომფორტულად. H&M-ში ბევრმა ლიდერმა თავისი კარიერა დაიწყო მაღაზიებში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთებით, რათა დახმარებოდა მომხმარებლებს თავი ეგრძნოთ და გამოიყურებოდნენ კარგად. აქ შეხვდები მენეჯერებს, მისაბაძ პიროვნებებს და მეგობრებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გეყოლება და გახდები იმ გუნდის ნაწილი, რომელსაც ცვლილების მოხდენა შეუძლია.
გაუსწარი დღევანდელ ტენდენციებს და შექმენი სამომავლო მოდა. გამოიყენე შენი ხედვა, რათა ხელმისაწვდომი გავხადოთ მდგრადი მოდა მომხმარებლებისათვის მთელ მსოფლიოში. გაგვაცანი შენი უნიკალური, კრეატიული იდეები H&M-ში და აღმოაჩინე სამუშაო ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლია, რომ ისწავლო, გაიზარდო და განვითარდე.
მოდი, ერთად შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება. ჩვენი გუნდი ქმნის H&M-ის პროდუქტებს ჩვენი მომხმარებლებისათვის, აკმაყოფილებენ მათ საჭიროებებსა და სურვილებს და უზრუნველყოფენ მათს შესაბამისობას ადგილობრივ ბაზარზე. თუ გაინტერესებს მერჩენდაიზინგი, ელექტრონული კომერცია, ვიზუალური მერჩენდაიზინგი ან მაღაზიის ოპერაციები, შემოგვიერთდი.
მონაცემებისა და ანალიზის გათვალსიწინებით, როგორც ბიზნეს კონტროლერი, შენ შეგიძლია, ხელი შეუწყო განვითარებას და გაზარდო სამომხმარებლო ღირებულება. აქციე ანალიზი ქმედებად, ამოხსენი რთული ამოცანები და გახადე მარტივად გასაგები. ჩვენ გთავაზობთ ადგილობრივი მაღაზიებიდან დაწყებული, გლობალური ფუნქციებითა თუ რეგიონებით დამთავრებული, სხვადასხვა შესაძლებლობას.
მზად ხარ, დაიწყო შენი კარიერა H&M-ში? ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტრენინგს, რათა დაგეხმაროთ სწავლასა და საკუთარი უნარების განვითარებაში, როგორც სწავლის პერიოდში, ასევე – დასრულების შემდეგ.
შემოსე მთელი მსოფლიო და დაეხმარე მოდას, გახდეს უფრო მდგრადი. იყო მდგრადი ნიშნავს პატივი სცე როგორც ადამიანებს, ასევე – პლანეტას დღეს, ხვალინდელი მოთხოვნილებების კომპრომისის გარეშე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და დაგვეხმარე, რომ მოდა გახდეს უფრო მდგრადი, ხოლო მდგრადობა – უფრო მოდური.
გვსურს, ჩვენი მომხმარებელი იყოს დარწმუნებული, რომ ყველაფერი, რასაც ის ყიდულობს, შექმნილია, წარმოებულია და ნაწილდება ადამიანებისა და გარემოსადმი უდიდესი პატივისცემით. ჩვენს ოფისებში, ჩვენ ვაქცევთ დიზაინის იდეებს რეალურ პროდუქციად, რათა ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს.
იყავი ის, ვინც ხარ აქ და მიეცი სხვებს საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლიბები ყველგან. ბიზნესთან პარტნიორობით, შენ შეძლებ ინკლუზიური კულტურის განვითარებას, სადაც ყველა კოლეგა თავს კომფორტულად და მნიშვნელოვნად იგრძნობს, ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი სრულად.
ჩვენ არ მივყვებით დინებას – ჩვენ თავად ვქმნით და ვთავაზობთ მოდას მთელ მსოფლიოს! ჩვენი ლოგისტიკური ქსელი უზრუნველყოფს მოქნილ და სწრაფ დისტრიბუციის პროცესს ჩვენი მომხმარებლებისთვის. მოთხოვნებზე ორიენტირებული, წრიული მიწოდების ჯაჭვის ნაწილი ჩვენ გვეხმარება, რომ პროდუქტი მივაწოდოთ საჭირო ადგილას, შესაფერის დროში და მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე შესაძლო გავლენა.
სამართალი, ადმინისტრირება, უსაფრთხოება და შესაბამისობა
სამართალი, ადმინისტრირება, უსაფრთხოება და შესაბამისობა
როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, ჩვენ უზრუნველვყოფთ კანონების, წესებისა და სტანდარტების დაცვას. შეიტანე შენი წვლილი მნიშვნელოვანი ზრდის მიმართულებით, ჩვენი მომხმარებლებისა და თანამშრომლებისათვის პროცესების გაცნობითა და რეკომენდაციების გაზიარებით. შეიტანე შენი წვლილი და დაინახე შედეგი ყველგან.
ლიზინგი, მშენებლობა, მაღაზიის აღჭურვილობა და დიზაინი
ლიზინგი, მშენებლობა, მაღაზიის აღჭურვილობა და დიზაინი
ეს გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს ყველაზე კომფორტული მაღაზიების არსებობა, ზრდა ბაზრებსა და სოციალურ-კომერციულ პლატფორმებზე, თანამშრომლობა მთელ მსოფლიოში. სრულყოფილი ადგილმდებარეობის მოძიებით დაწყებული, მეიჯარეებთან მოლაპარაკებებითა და დიზაინის შემუშავებით დასრულებული, ეს გუნდი სრულად უზრუნველყოფს ამ ყოველივეს.
ჩვენი კლიენტების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფა სამომხმარებლო კმაყოფილებას განაპირობებს. მომხმარებელთა გამოცდილება ეხება მაღაზიას, ონლაინ შოპინგსა და სოციალურ მედია საშუალებებს. როგორც ჩვენი კლიენტების მომსახურების გუნდის ნაწილი, შენ წარმოადგენ კომპანიის ბრენდის ამბასადორს, კითხვებზე პასუხის გაცემითა და გამოწვევების მოგვარებით და, შესაბამისად, უზრუნველყოფ შესანიშნავ მომსახურებას.
ამ დეპარტამენტში ბევრი სხვადასხვა პოზიცია არსებობს, რაც მოიცავს: სტრატეგიული გადარიცხვების ფასების დაგეგმვას, ინვოისების დამუშავებას, კანონიერი და ზუსტი სააღრიცხვო ანგარიშების უზრუნველყოფას, ან სხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობას დროული ანგარიშგების უზრუნველსაყოფად. შემოუერთდი ამ გუნდს და იყავი ჩართული H&M-ის წარმატების გზის თითოეულ ნაბიჯზე.
გამოიყენე მომავლის შექმნაში მონაცემები და ტექნოლოგიები. როგორც ამ გუნდის ნაწილი, შენ დაეხმარები ბიზნესს გამოწვევების ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებად გადაქცევაში, რაც საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს შესანიშნავი გამოცდილება. ჩვენ ვმუშაობთ მრავალ სფეროში, ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული ბიზნესის განვითარებამდე. შემოუერთდი ჩვენს გუნდს და ერთად შევქმნათ მომავალი.
მიიღე მონაწილეობა ჩვენი ბრენდის შექმნაში, მიიქციე მომხმარებელთა ყურადღება და გადმოეცი ისტორია. ჩვენი გუნდი გეგმავს შთამაგონებელ და ადგილობრივად რელევანტურ კამპანიებს. შემოგვიერთდი ჩვენი ბრენდის, ჩვენი კოლექციებისა და ჩვენი პროდუქტების გარშემო აღფრთოვანებისა და მომხმარებელთა ლოიალურობის შესაქმნელად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.