შემოსე მთელი სამყარო და დაეხმარე მოდას გახდეს უფრო მდგრადი
ჩვენთვის მდგრადობა წარმატებული ბიზნესის ბუნებრივი ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიმოქმედოთ ეთიკურად, ვიყოთ გამჭვირვალენი და საქმეს მოვეკიდოთ პასუხისმგებლობით, რასაც ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისგანაც მოველით.
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
ჩვენი ვალდებულება მდგრადი განვითარებისადმი
მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ გვიყვარს მოდა, თუმცა მას დიდი გავლენა აქვს გარემოსა და საზოგადოებაზე, მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ დიდი როლი გვაკისრია ინდუსტრიის უფრო მდგრად განვითარებაში. ამიტომაც, ჩვენ მონდომებით ვმუშაობთ პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა გარემოს ნაკლები ზიანი მივაყენოთ და მდგრადი მოდა შევთავაზოთ გლობალურად. ჩვენ ერთად შევძლებთ, მოდა გავხადოთ უფრო მდგრადი, ხოლო მდგრადობა კი – უფრო მოდური.
ცირკულატორი არის ჩვენი პროდუქტის განვითარების შესაძლებლობა. ის ეხმარება ჩვენს გუნდს გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა.
ჩვენი ბრენდი, რომლებმაც ახლახან გამოიყენეს ცირკულატორი: H&M, & Other Stories და Monki.
100
%
ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის, ყველა ჩვენი პროდუქტი დამზადდეს გადამუშავებული ან სხვა მდგრადი წყაროებიდან მიღებული მასალისგან.
2019 წელს ჩვენ ვებსაიტზე და აპლიკაციაში გავუშვით გამჭვირვალობის ფუნქცია
ჩვენ გვჯერა, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ნაწილი, რათა გავხდეთ უფრო მდგრადი. ჩვენი ბიზნესის შესახებ ცოდნის გაზიარება და გაზიარება იმისა, როგორ ვამზადებთ ჩვენს ტანსაცმელს, უფრო მეტ ძალას მოგცემთ.
ბევრი მოდის ბრენდის მსგავსად, ჩვენ არ ვფლობთ ქარხნებს, სადაც ჩვენი ტანსაცმელი იწარმოება.
ნებისმიერი მომწოდებელი, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს, ვალდებულია ხელი მოაწეროს ჩვენს მდგრადობის შეთანხმებას, რომელშიც მოცემულია სტანდარტები სამართლიან ხელფასთან, კარგ საუშაო პირობებთან, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებით და სხვა.
ტანსაცმლის შეგროვების ჩვენი პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში.
ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ შეგროვებული პროდუქციის დახარისხება ყველაზე შესაფერისი შედეგისთვის: ხელახალი გამოყენება ან გადამუშავება.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სერვისებით, რომელიც მოიცავს პროდუქციის ქირაობის, აღდგენის ან უკვე გამოყენებული პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას.
H&M-ის ზრუნვის კონცეფცია ახლა ხელმისაწვდომია ყველა გლობალურ ონლაინ ბაზარზე, რათა მომხმარებლებს მიაწოდოს გზამკვლევი და პროდუქცია, რომლებიც დაეხმარება მათ უკეთ მოუარონ ტანსაცმელს.
“
ჩვენ ყველას ვაძლევთ საშუალებას, შესანიშნავად გამოიყურებოდეს და თავს კარგად გრძნობდეს. ჩვენი მდგრადი სამომხმარებლო შეთავაზებებისა და გამოცდილების მეშვეობით, ჩვენ შესაძლებლობას ვუქმნით ყველას, შეარჩიოს უფრო მდგრადი ცხოვრების სტილი.
Karin Brinck Sustainability Manager H&M Brand
გაიგე მეტი მდგრადობისადმი ჩვენი ვალდებულებების შესახებ